არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი დღეს არის ჩვენი სტუმარი და პარლამენტში შევქმნით მაქსიმალურად პოზიტიურ ატმოსფეროს

პრეზიდენტი დღეს არის ჩვენი სტუმარი პარლამენტში და ჩვენ შევქმნით მაქსიმალურად პოზიტიურ ატმოსფეროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მოხსენების დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სურთ დაუდასტურონ პატივისცემა კონსტიტუციურ ინსტიტუტს და საქართველოს პრეზიდენტს.

"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დღეა, ასევე პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და შესაბამისად, სულისკვეთებაც პარლამენტში ამ თარიღის შესაბამისია. კიდევ ერთხელ გვსურს დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა კონსტიტუციურ ინსტიტუტს და საქართველოს პრეზიდენტს. ის დღეს არის ჩვენი სტუმარი პარლამენტში და ჩვენ შევქმნით მაქსიმალურად პოზიტიურ ატმოსფეროს, რათა მან საკუთარი ხედვა, შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში გააცნოს საზოგადოებას. დღეს როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილური პოლიტიკა, საზოგადოების გაერთიანება და დიდი სურვილი გვაქვს, ეს პასუხისმგებლობა ვატაროთ მომავალშიც," - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს