ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზე - ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთის მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. ამის იქით ალბათ კომენტარი არც არის საჭირო.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა შევახსენო პრეზიდენტს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა