ალექსანდრე ლუკაშენკო - ბირთვული იარაღის თემით არავის დაშინებას არ ვცდილობ, მინდა დავიცვა ბელარუსი - აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მიზანმიმართულად გააქტიურა.

„შექმნილ გარემოებებში და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გავააქტიურე მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების თაობაზე, კერძოდ, 90-იან წლებში გატანილი ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც დღეს ქვეყნის პარლამენტს და ბელარუს ხალხს მიმართა.

ლუკაშენკოს მტკიცებით, მისი მიზანი ბელარუსის სახელმწიფოს დაცვა და საკუთარი ხალხის მშვიდობის უზრუნველყოფაა.

„არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას ან შანტაჟს (ბირთვული იარაღის თემით). მინდა დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის. ჩემო ხალხო, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს