გიორგი ვაშაძე - ლაზარეს ბრალი არ მიუძღვის, ბრალი მიუძღვის რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა - ხელისუფლებას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანებს ინდივიდუალურად გაუსწორდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურად გაუსწორდეს, - აღნიშნულით ის მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესს და მის დაკავებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ბრალი რეჟიმს მიუძღვის, რომელმაც "მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა".

„ლაზარეს ბრალი არ მიუძღვის. ბრალი მიუძღვის რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და მშვიდობიანი მიტინგი დაარბია. ეს რუსულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, ამ შემთხვევაში ლაზარე დავიხსნათ და შესაძლებლობა არ მივცეთ, რომ დღევანდელი რეჟიმი არცერთ ადამიანს ინდივიდუალურად არ გაუსწორდეს. კონკრეტულად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამართლებრივად არის მარტივი ხერხი, რომ ლაზარე პატიმრობისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სასამართლო მარტის აქციების დროს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გიორგი ვაშაძე - ლაზარეს ბრალი არ მიუძღვის, ბრალი მიუძღვის რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა - ხელისუფლებას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანებს ინდივიდუალურად გაუსწორდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებას შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურად გაუსწორდეს, - აღნიშნულით ის მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესს და მის დაკავებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ბრალი რეჟიმს მიუძღვის, რომელმაც "მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა".

„ლაზარეს ბრალი არ მიუძღვის. ბრალი მიუძღვის რეჟიმს, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და მშვიდობიანი მიტინგი დაარბია. ეს რუსულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, ამ შემთხვევაში ლაზარე დავიხსნათ და შესაძლებლობა არ მივცეთ, რომ დღევანდელი რეჟიმი არცერთ ადამიანს ინდივიდუალურად არ გაუსწორდეს. კონკრეტულად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამართლებრივად არის მარტივი ხერხი, რომ ლაზარე პატიმრობისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სასამართლო მარტის აქციების დროს დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა