თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ

საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ.

„აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის მხრიდან კი, ომისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნილს პოლსენმა მოაწერეს.

ნატოს მიერ აკრედიტებული რეგიონში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებასთან აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორებმა სკოლას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი პრაქტიკული და მატერიალური დახმარება გაუწიეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო