გია ვოლსკი - აშკარა კონტურები შეიძინა მთელმა სცენარმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, ევროპარლამენტარების დახმარებით, გეგმავდა საქართველოში

აქციის ეპიზოდი, როდესაც პოლიციელებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დაშენა იქნა აღიარებული როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლა, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ, იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარ აღელვებთ, საზოგადოებას დასავლური პოლიტიკის, დასავლელი პოლიტიკოსებისადმი რა განწყობები ექნება. უკვე აშკარა კონტურები შეიძინა მთელმა სცენარმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, ევროპარლამენტარების დახმარებით, გეგმავდა საქართველოში , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ვიოლა ფონ კრამონმა, პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლით, დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინა.

მისივე თქმით, ნათელია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ამოცანა, რომლის მიხედვითაც, აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაში უნდა გადაიზარდოს და მას მსხვერპლი მოჰყვეს, ხოლო ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებიდან, რომელიც ამ ამოცანის შესრულებაში რადიკალებს მხარს უჭერს.

„საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიოლა ფონ კრამონი და კუბილიუსი არ არიან ის ადამიანები, ვინც დასავლეთის დამოკიდებულებას გამოხატავს პროცესის მიმართ - ეს იყო ჩვენი ლოზუნგი ყოველთვის. ვიოლა ფონ კრამონი, ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ყველაფერს ამას ხაზს უსვამს. იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ასეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. ყველაფერი უკვე ნათელი გახდა: ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ისეთი სახის ფიზიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან და ადამიანურ მსხვერპლთან - ეს არის ამოცანა, რომელსაც მიჰყვება რადიკალური ოპოზიცია, თუ შეიძლება ოპოზიცია ეწოდოს, ხოლო, ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას მხარს უჭერს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველო სერიოზული გამოწვევების და საფრთხის წინაშე დგას, რომლის შექმნაში, არამხოლოდ ვიოლა ფონ კრამონი, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის მხარდამჭერი სხვა ევროდეპუტატები მონაწილეობენ.

ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის, საფრთხის წინაშე. ამ საფრთხის შექმნაში, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის შემქმნელები და ლობისტები არიან - ეს უკვე ფაქტია და ამ ფაქტის იქით არსებობს კიდევ რაღაც ფანტაზიები, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ადამიანს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, პოლიტიკური პოზიციების დაპირისპირება და სისხლისღვრის მოთხოვნისთვის მხარდაჭერა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, შესაბამისად, ფონ კრამონთან შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან საქართველოში მის ჩამოსვლას სხვა შინაარსი ენიჭება.

„ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის თემა დღის წესრიგში დღესდღეობით არ დგას. ჩემი აზრით, უნდა ველაპარაკოთ ყველას, როგორი დაპირისპირებულიც არ უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური პოზიციით დაპირისპირება ერთია და სისხლის მოთხოვნა საქართველოში კონკრეტული ადამიანის მხრიდან, აბსოლუტურად სხვა შინაარსს სძენს მის ჩამოსვლას საქართველოში და მის საქმიანობას, როგორც ევროპარლამენტარის საქმიანობას, აბსოლუტურად სხვა კონტექსტში გვიჩვენებს. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა