სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება

დღეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი - დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ კონსოლიდირებულია.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საქართველომ სირთულეებით სავსე 32 წელი გაიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ამ დღეებში და არა ერთხელ გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. ჰქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის, საბოლოოდ დაინგრა და კითხვა - საქართველო ეკუთვნის თუ არა ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. დღეს კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და მე ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ.

ბატონო პრეზიდენტო, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარი დაუჭირეთ და ამისთვის მინდა ჩემი უდიდესი მადლიერება გამოვხატო, რამეთუ ლიეტუვა იმ ადგილას დგას, სადაც იდგა მთელ ამ პერიოდის დროს და ამ გზაზე გვიჭერს მხარს. დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება. ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა