ირაკლი ზარქუა - ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე - ამ ტონალობაში საუბარი ძალიან შეეშალა, იმედია ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის

ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე - „მოლოტოვის კოქტეილი" თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ, დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას განცხადებით, ფონ კრამონს „ამ ტონალობაში საუბარი შეეშალა და იმედია ბოდიშს მოიხდის".

„ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, „მოლოტოვის კოქტეილი" ისროლონ და აბა მხარდაჭერას ვუცხადებო... ამას ჰგონია, რომ აქ იმაში მოხვდა... ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის, კულტურის, ტრადიციების, აკადემიური საზოგადოებით და ამ ტონალობაში საუბარი ძალიან შეეშალა ქალბატონ კრამონს, იმედია ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის", - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას განცხადებით, მისთვის „კრამონი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე არასდროს ყოფილან პოლიტიკოსები და ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები".

„ამ ქალბატონმა იკადრა, გამოვიდა და თქვა, სადაც „მოლოტოვის კოქტეილს" ისვრიან, მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ეს გააკეთოს თავის ქვეყანაში, "მოლოტოვის კოქტეილი" თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს და შემდეგ გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს, აბა რას უზამენ მერე და დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში, მაგრამ აქ მოსულა, საქართველოა და მოსულა?! კეთილი ინებოს პატივი სცეს ამ ქვეყნის ავტორიტეტს, კულტურას, სუვერენიტეტს, ხალხს და სამართლებრივ სახელმწიფოს,"- განაცხადა ზარქუამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს