პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს კენჭს დღეს უყრიან

4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

ისინი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.

ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს 4 აპრილის სხდომაზე ჯერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის გათვალისწინებით, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლედ შედის. თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, ხოლო მერაბ ქვარაია - გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე. სალომე ქურასბედიანი ნინო იობაშვილს ცვლის, ხოლო ირაკლი კირცხალია - ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

როგორც ცნობილია, გიორგი ამილახვარმა პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

რაც შეეხება სხვებს, არსებული ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ დანარჩენი ოთხი დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის პროექტს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტიდან წასულმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სხვა თანამდებობები დაიკავეს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ამ საფუძვლით შეუწყდათ. კერძოდ, ჩაჩიბაია და იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა.

პარლამენტი პირადი განცხადებით დატოვა ირაკლი კოვზანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე