საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი გივი მიქანაძემ დაიკავა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი გივი მიქანაძემ დაიკავა.

პაატა კვიჟინაძისა და გივი მიქანაძის კანდიდატურებს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე იყო, რომელსაც საკუთარი განცხადებით სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა