ირაკლი კობახიძე - შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე - ასეთი სიტყვებით დაიწყო: რა გინდათო, აგერ, ზელენსკი გმირია, თქვენ იყავით მასეო - სახტად დავრჩი

შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე - ასეთი სიტყვებით დაიწყო: რა გინდათო, აგერ, ზელენსკი გმირია, თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახლა არ იტყვის, რა უპასუხა პრეზიდენტს, თუმცა სამომავლოდ საშუალება ექნება.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შალა პაპუაშვილთან ერთად შეხვდა.

"მე მახსენდება შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 28-27 თებერვალი, 24 -ში დაიწყო ომი. შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა: რა გინდათო. გავიკვირვე მე. ჩვენ რა უნდა გვინდოდეს, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, მეთქი, ასეთი პასუხი დავუბრუნე - თქვენ გვითხარით, რა გინდათ - მეთქი. აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. თან მაშინ უკვე უმძიმესი სიტუაცია იყო უკრაინაში. რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული. სახტად დავრჩი. ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. ჩემ პასუხს არ ვიტყვი , რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება. დღეს არ ღირს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება" , - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, "პრეზიდენტმა მოგიწოდათ ომის დაწყებისკენ", კობახიძემ უპასუხა: "ეს იყო ციტირება , დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს".

მისი თქმით, საქართველოს, რომ "მეორე ფრონტის" შესახებ მოთხოვნა შეესრულებინა, შესაძლოა, ეს პოლიტიკოსებისთვის მომხიბვლელიც ყოფილიყო.

"ჩვენ რომ შეგვესრულებინა ვიღაცების მოთხოვნა, რასაც გვთხოვდნენ და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, სუბიექტურად, ეს შეიძლება ყოფილიყო მომხიბვლელი ვიღაც პოლიტიკოსისთვის, წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება მსოფლიო მასშტაბით, "სიენენი", "ბიბისი", ყველა შენ გიძღვნის სტატიებს, ფოტოსესიები "ფეშენ" ჟურნალებში და ა,.შ", -დასძინა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოს რომ "მეორე ფრონტი გაეხსნა, შესაძლოა, სუბიექტურად "მომგებიანიც ყოფილიყო" ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რადგან, "როგორც დღეს უკრაინის ხელისუფლების ლიდერები დადიან წითელ ხალიჩაზე, შედიან ამერიკის კონგრესში, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, გაეროში, ყველგან, ევროკავშირში, ბრიუსელში, წითელ ხალიჩაზე შედიან ყველგან და მსოფლიო მასშტაბით არიან გმირებად გამოცხადებული, იგივე იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების ლიდერის შემთხვევაშიც".

"საქართველოს პრემიერი ივლიდა წითელ ხალიჩაზე, ჩვენც ვიქნებოდით ამ გმირთა კომფორტის შემადგენელი ნაწილი, მსოფლიო მასშტაბით გვექნებოდა ცნობადობა, გამოცხადებული ვიქნებოდით გმირებად, ვიღაცას ნობელის პრემია გადაეცემოდა, ასეთი რაღაც მოხდებოდა, რასაც ვხედავთ უკრაინის მაგალითზე", - დასძინა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი