თემურ გოგოხია - არათუ ამერიკულ, არამედ არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ადამიანს ხელაღებით ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო, მტკიცებულებების გარეშე - მართლა გაუგონარია

არათუ ამერიკულ, არამედ არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ასე ხელაღებით ადამიანს ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო - ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს მართლა გაუგონარია!, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, თემურ გოგოხია აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის სანქცირებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლემ სანქცირებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემ კოლეგებს, ბატონ ლევანს, ბატონ მიხეილს, ბატონ ირაკლის. მართლა გულწრფელად ვიტყვი, რომ სრულიად გაუგონარი ენით აღუწერელი რამ მოხდა. ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბადრი შონიამ ბრძანა, ეს არათუ ამერიკულ სტანდარტში, არამედ არანაირ სტანდარტში არ ჯდება, ხელაღებით ადამიანს ბრალი წაუყენო, გაასამართლო და საბრალდებო დასკვნა დადო - ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს მართლა გაუგონარია”, - განაცხადა თემურ გოგოხიამ.

მოსამართლე მისი კოლეგების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ეს არამარტო ჩვენ კოლეგებს ეხება, არამედ თითოეულ ჩვენგანს ეხება და ნამდვილად შეურაცხმყოფელია. იმედს ვიტოვებ, რომ ნათელი მოეფინება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და დანარჩენს ჩვენ მზად ვართ… მე ბატონი დიმიტრი გვრიტიშვილის მოწოდებას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ [შეხვედრის თაობაზე] ვეთანხმები და იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სახით შედგება ჩვენ შორის შეხვედრა, რომ უახლოეს პერიოდში ვისაუბროთ ამ საკითხზე”,- განაცხადა თემურ გოგოხიამ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა