შალვა პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს კითხვის შინაარსთან - მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი და წესები წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ

ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან. მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „TV პირველის” ჟურნალისტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ჩაეწეროს ჟურნალისტს, მის სურვილს პატივი უნდა სცენ.

„რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამას აპარატი განიხილავს, რომელიც ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას შინაარსთან. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. სულ რომ სპორტზე იყოს კითხვა, არაფერ შუაშია შინაარსი, მთავარია შემდეგი, რომ არ შეიძლება ადამიანის დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტს აგიხსენით ეს წესები და ის არის საჯარო, მოგიწოდებთ, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, რომ წაიკითხოთ ეს წესები.

როგორც ჩანს, არ ერკვევით სამართლებრივ საკითხებში. იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის თანამშრომლობა იყოს საქმიანი და ეს არ იყო აჟიტირება, დევნა, „შევარდნები“ ოთახში, რაც იყო პრაქტიკა, ზოგიერთი ჟურნალისტი გაცდენილი იყო ეთიკური ჟურნალისტის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომაც შემუშავდა ეს წესები. სწორია ეს პრინციპები. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ წესები. რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ის, რომ აპარატის თანამშრომელს ან პარლამენტის წევრს, ადამიანს არ შეუვარდნენ ჩართული კამერებით წინასწარი თანხმობის გარეშე. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო, ამიტომ როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს ინტერვიუ, უნდა ვცეთ პატივი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი