კახა კალაძე - მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია - მტკიცებულებების გარეშე ეს აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება.

“რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტარი და განმარტებები გაკეთდა. ასევე, ამასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან კარგი წერილი, სადაც დეტალურად მოყვანილი იყო კონკრეტული მაგალითები, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე სასამართლოში, რა ვითარება და მდგომარეობა იყო, ხოლო ახლა, დღეს რა გვაქვს. ამ ყველაფრის შედარება ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ამ ყველაფრის საბაბი რა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის.

ჩვენ გვახსოვს ქვეყანაში 2012 წლამდე რა ხდებოდა, სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. ნახეთ, ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებების მიღებაც ხდებოდა და შემდეგ, როგორ ხდებოდა მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება სტრასბურგში, რამდენი და რა მოცულობა იყო და რა ვითარება გვაქვს დღეს. ყველაფერი ხომ შედარებითია? ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია აღნიშნული მონაცემები ნებისმიერი ადამიანისთვის. იმ კრიმინალურ, სისხლიან რეჟიმს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა, დღეს ზუსტად, ის კონკრეტული ხაზი, რომელიც ასანქცირებს, ვთქვათ მოსამართლეებს, აბსოლუტურად გაუგებრად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ის ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო”, - განაცხადა კალაძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი