ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.ეს გადაწყვეტილება შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე - ფაქტო ლიდერის ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„რელიგიური დღესასწაულების პერიოდში რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მეთაურის დავალებით, როგორც 8-დან 10 აპრილამდე, ასევე, 14-დან 17 აპრილამდე რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ“, - განაცხადეს დე-ფაქტო უწყების პრესსამსახურში.
„სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მივიდნენ სალოცავებსა და ახლო ნათესავების სასაფლაოზე გამყოფ ხაზთან, „წინასწარ მიმართონ КГБ-ს სასაზღვრო სამსახურს“ და „დაიცვან სასაზღვრო ზონაში ყოფნის წესები“.