ნინო ბურჯანაძე - შედეგი თუ გვინდა, ოპოზიციამ კეთილი უნდა ვინებოთ, საქმე ვაკეთოთ, გავერთიანდეთ, რომ 2024 წელს მაინც იყოს შესაძლებელი ერთიანი ძალისხმევით ხელისუფლების შეცვლა

კარგია ადეკვატური და სწორი განცხადებები, მაგრამ მარტო განცხადებები არ კმარა, ნაბიჯებია ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ნინო ბურჯანაძის თქმით, როდესაც სხვას მოუწოდებ ქმედითი ნაბიჯებისკენ, მაშინ შენც უნდა გადადგა ნაბიჯები.

„ბოლო პერიოდში მისი განცხადებები უდავოდ ადეკვატურია, რთულია არ დაეთანხმო, ნამდვილად ადეკვატურად ასახავს ვითარებას და ადეკვატური კომენტარებია, უბრალოდ კარგი იქნებოდა ასეთი ადეკვატური კომენტარები მას ადრე გაეკეთებინა.

როდესაც სხვას მოუწოდებ ქმედითი ნაბიჯებისკენ, შენც უნდა გადადგა ეს ნაბიჯები, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. კარგია ადეკვატური და სწორი განცხადებები, მაგრამ მარტო განცხადებები არ კმარა, ნაბიჯებია ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში ოპოზიციის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ოპოზიციას თუ შედეგი უნდა, „გულის მოქავების“ ნაცვლად, საქმე უნდა აკეთოს.

„ჩვენ რა გვინდა, გული რომ მოვიქავოთ, თუ შედეგი გვინდა? შედეგი თუ გვინდა, ოპოზიციამ კეთილი ინებოს და საქმე აკეთოს. საქმე ამ შემთხვევაში იქნება ის, ოპოზიცია გაერთიანდეს იმისათვის, რომ 2024 წელს მაინც იყოს შესაძლებელი ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევით ხელისუფლების მთლიანად შეცვლა და გაშვება თუ არა, კოალიციის შექმნა მაინც“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო