პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია - „ერთად ევროპაში“ მიმდინარეობს

„ერთად ევროპაში“ - ამ სლოგანით პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

აქცია საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის განვითარების გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის, შესაბამისად, დღევანდელი აქციის შინაარსიც სწორედ საქართველოს ევროპისკენ სვლას ეხება.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსები მიმართავენ.

აქციას რუსთაველის მეტროდან მსვლელობით შემოუერთდებიან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

აქციის მიმდინარეობის გამო პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა