ანონსი 10 აპრილი

ანონსი 10 აპრილი

10 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307

10 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: 26 მაისის მოედანი N1

საკონტაქტო პირი: თათია წერეთელი 599 499 004; ლილე ხმალაძე 599 270 646;

10 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მიმართულების მდივნის გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

თემა: 7-8 მარტის აქციაზე დაკავების საქმე.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო, აღმაშენებლის ხეივანი #64

10 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

10 აპრილს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

10 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ნატო-ს გაფართოება. მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საკითხები“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 აპრილს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ადვოკატი ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ბრიფინგს გამართავენ.

მის: სადგურის მოედანი 2 („თბილისი ცენტრალი“)

10 აპრილს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N 6, უზენაესი სასამართლო

10 აპრილს, 12:00 საათზე, 18-24 წლის უნივერსიტეტის სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევის მიგნებების პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავაჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 აპრილს, 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებს მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდებიან და საჯარო მიმართვით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

მის.: დედა ენის ბაღი, დედა ენის ძეგლთან

საკონტაქტო: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36

10 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

10 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

10 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუჯარ ოსმანისთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი. (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).