გიორგი ვაშაძე - საბოლოო გამარჯვებისთვის გვჭირდება 3 რამ - არცერთი ნაბიჯი უკან, უნდა ვიაროთ წინ, წინ და წინ  - ხელისუფლება მტრებს, რუსებს მოყვრებად გვიცხადებს და თავს ესხმის პარტნიორებს, არ შევეგუებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს შეუძლია გადატეხოს ყველაფერი და წინ წავიდეს, რაც 7-9 მარტის აქციებმაც დაადასტურა.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს უსამართლობას, რაც დღეს ხელისუფლების პოლიტიკის გამოა.

„საბოლოო გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება 3 რამ: პირველი, ეს არის ერთიანობა. პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, უფროსების, ყველა თაობის ადამიანის ერთიანობა, ყველა ღირსეული პატრიოტი ქართველის ერთად დგომა. მეორე, გვჭირდება, რომ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ გასაჭირში არცერთი ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს მომავალში გავათავისუფლოთ ლაზარე პატიმრობისგან იმიტომ, რომ ის რეჟიმს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ წავიდეთ წინ, ევროპული განვითარებისკენ. მესამე, ეს არის არცერთი ნაბიჯი უკან, უნდა ვიაროთ წინ, წინ და წინ იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენკენ. თქვენ ხართ ამ ქვეყნის უმრავლესობა. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ღირსეულ ადგილს ევროკავშირსა და ნატოში. აუცილებლად გავიმარჯვებთ!“,- განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახლოვდება უკრაინის დიდი გამარჯვება, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საწინდარი იქნება.

"მჯერა, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მთავარია ვირწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და განაცხადა, რომ დღეს გვებრძვიან „ჰიბრიდული ომის“ იარაღით.

„"ქართული ოცნება" სწორედ ჰიბრიდული ომის იარაღია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ისინი ფასადურად ამბობენ, რომ თითქოს საქართველო უყვართ, თითქოს ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია უნდათ, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ისინი რუსულ დავალებას ასრულებენ დღეს საქართველოში, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ მძიმე გზას ვართ შემდგარი. როგორც უზარმაზარი განსაცდელი, მეორე მხრივ, უზარმაზარი შესაძლებლობები გაიხსნა ჩვენს თვალწინ. ევროკავშირი, ნატო კარებს გვიღებს და სწორედ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, გავხდეთ ნატოს წევრი. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? დღენიადაგ ებრძვის ქართულ ინტერესებს. მტრებს, რუსებს მოყვრებად გვიცხადებენ. ისინი თავს ესხმიან დასავლელ პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ამ 32 წლის მანძილზე დაგვეხმარებიან, რომ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა. რომ მათთან ერთად მიგვეღწია დიდი გამარჯვებისთვის. ჩვენი აქ ყოფნა და ერთად დგომა არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი