ლევან მურუსიძე - თუ აშშ-ს საელჩოს სურვილი აქვს სასამართლო სისტემას გვერდში დაუდგეს, „ფეიქ“ გადაცემებს რატომ აფინანსებს? - მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი აფინანსებენ და ახალისებენ ასეთ თემებს

თუ ამერიკის საელჩოს აქვს სურვილი, სასამართლო სისტემას გვერდში დაუდგეს, „ფეიქ“ გადაცემებს რატომ აფინანსებს? მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი აფინანსებენ და ახალისებენ ასეთ თემებს, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ მართლები არიან, ამიტომ საბრძოლველადაც მზად არიან.

„ჩვენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ვეუბნებოდით, რომ თუ მათ სასამართლო სისტემისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება სურდათ, ისეთი ცრუ ინფორმაციები, როგორი სიუჟეტიც „TV პირველმა“ გაუშვა, არ უნდა დაეფინანსებინათ. ეს სასამართლო სისტემას ზიანს აყენებს. საქალაქო სასამართლოში, ლელა ჭანიას კაბინეტში მე არ ვყოფილვარ. დავით მგელიაშვილს მე არ შევხვედრივარ, ისიც არ მახსოვს, ბოლოს როდის შევხვდი. რატომ არ წარადგენთ წყაროს, რომელმაც ცრუ ინფორმაცია მოგაწოდათ? მოსამართლეს აბრალებთ დანაშაულს და შემდეგ სთხოვთ, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც ამას უარყოფს. თუ ამერიკის საელჩოს აქვს სურვილი, სასამართლო სისტემას გვერდში დაუდგეს, „ფეიქ“ გადაცემებს რატომ აფინანსებს? მე მაქვს ინფორმაციები, რომ ისინი აფინანსებენ და ახალისებენ ასეთ თემებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამერიკა ხელს უშლის სასამართლოს ფუნქციონირებას.

მეორე მხრივ, რაც უფრო მეტ გადაცემას გააკეთებს ნოდარ მელაძე, ჩვენ გვაწყობს, რადგან სიუჟეტები ძალიან აბსურდულია და ხალხი სიმართლეს იგებს. რადგან ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური პირი გამოვიდა და მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, ჩვენ ამაზე რეაგირების საშუალება არ გვქონია, ამიტომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩავაყენეთ საქმის კურსში.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ შვიდად იყვნენ. არავინაა მძიმე მდგომარეობაში. არ გვეშინია არაფრის. ეგონათ, რომ თუ კორუფციის იარლიყს მოგვაკრავდნენ, თავს ჩავღუნავდით და ვერ გავბედავდით, ხმამაღლა გველაპარაკა. მიგვაჩნია, რომ მართლები ვართ და ამიტომ საბრძოლველადაც მზად ვართ. სასამართლო, ეს არის ხელისუფლება, რომლის საქმეშიც არავინ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ინფორმაციისთვის, „TV პირველის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნო უფროსის, ლელა ჭანიას კაბინეტში ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით მგელიაშვილი დაიბარა“.არხის მტკიცებით, "დავით მგელიაშვილს სასამართლოს "კლანის" შეფებმა მოსთხოვეს, რომ ერთ-ერთი საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი დაეყენებინა და ბრალდებული ციხეში გაეშვა".

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს