კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე - წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ  უკანონო ქმედებას

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვეხმაურები ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც BBC-ს პლატფორმამ გაავრცელა. ამავე პლატფორმაზე აღწერილია, თუ რას საქმიანობენ რეალურად ქოლცენტრები და სხვადასხვა მაქინაციებით, როგორც იპარავენ ძირითადად ევროპელი პენსიონერების ანგარიშებიდან დანაზოგებს.

ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, რაზეც მეც და საზოგადოებასაც კითხვები გვიჩნდება: 1. ვისია ე.წ. ქოლცენტრები. 2. როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო და სამარცხვინო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება?!

საზოგადოებას ახსოვს, რომ საქართველოში პირველი ქოლცენტრები, მასობრივად, 2018-2019 წლებში გამოჩნდა და როგორც ვიცით, დღემდე ფუნქციონირებს. BBC-ს პლატფორმაზე ჩანს ისიც, რომ მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა გატაცებული.

ამ ბნელ ისტორიაში ნათელია ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიიდან მიმდინარეობს ევროპელი პენსიონერების ძარცვა! და სად არიან ამ დროს სამართალდამცავები?!

წარმოუდგენელია, რომ მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას. ამიტომ საჭიროა, დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს არსებული ხელისუფლების და კონკრეტულად ბატონი ივანიშვილის როლი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში.

საინტერესოა, ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება და ყველამ ყველაფერი იცის, როგორ „გამოეპარათ“ ქოლცენტრების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე", - აცხადებს ოქრიაშვილი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს