1-ელი თებერვლიდან 11 აპრილის ჩათვლით, პერიოდული ტექდათვალიერება 184 830-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა

2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 11 აპრილის ჩათვლით, პერიოდული ტექდათვალიერება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 184 830-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ამავე პერიოდში, პირველადი ტექდათვალიერება 115 343-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 37 400 დახარვეზდა, 538-ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

მათივე ინფორმაციით, განმეორებითი ტექდათვალიერება გაიარა 29 466-მა ავტომობილმა, საიდანაც 2 044 დახარვეზდა, 39-ს კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება