ლევან ბეჟაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება და ამ პოსტზე მისი და პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურები განიხილება

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკე ოფისი პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება და ის, შესაძლოა, პირადი ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას - ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება.

ნებისმიერი თავდასხმები “ნაციონალურ მოძრაობაზე”, სეპარატიზმი, ბუნებრივია, არ ემსახურება პარტიის ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ გავითავისოთ, რომ არჩევნები დამთავრდა. პარტიას ხელმძღვანელი ორგანოები ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ - არა, ეს დადგენილი წესია, რომელსაც პარტიის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სუბიექტებისგან სეპარატიზმის მცდელობაა, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს ვერ ეგუებიან.

„ადამიანები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ არჩევნებმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი. ცალკე ოფისების ნოსტალგია გვერდზე უნდა გადაიდოს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ერთიანობისთვის. თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა” ხელს ვერ შეუშლით”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამის, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ინგლისური ენის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურები განიხილება”. ბეჟაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის