ზურაბ აზარაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შეზღუდვის თაობაზე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებას  უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამინისტრომ „რაიმე შეზღუდვა ვერ ნახა“

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შეზღუდვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინფორმაცია უსაფუძვლოა და რაიმე შეზღუდვა მათ ვერ ნახეს.

მისივე თქმით, მარტში თურქეთიდან უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა.

მინისტრი ინფორმაციის გაზიარების პროგრამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაზები გამართულია.

„ბაზებს რაც შეეხება, ბაზები ჯერ კიდევ იანვრიდან გამართულია, საქართველოში სულ 4-5 ქსელური აფთიაქი გვაქვს და ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი აფთიაქების ქსელი 98 პროცენტით, სრულად არის ჩართული აღნიშნული ბაზებით ინფორმაციის გაცვლაში. შეუძლებელია ერთი ქსელი სრულად იყოს ჩართული და მეორე, მესამე და მეოთხე ქსელი ასე პრინციპულად მხოლოდ სამი აფთიაქით იყოს წარმოდგენილი და ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე აზიარებდეს - თუ ერთმა შეძლო, სხვასაც შეეძლო. აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რაც გააკეთეს, თითქოს სადამსჯელო ღონისძიებებს ვიწყებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ნებისმიერის გვერდში დავდგეთ და ქვეყანაში შევქმნათ სწორი სისტემა, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს გახდის გამჭვირვალეს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებისთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მედიკამენტი, არ იქმნებოდეს ხელოვნური დეფიციტი, არ იყოს ფასების გარღვევა. ვერც თურქეთში, ვერც კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. სხვა ქვეყნებშიც, საიდანაც ჩვენთან შემოდის მედიკამენტები, კონკრეტულ დღეს შეიძლება არ იყოს მედიკამენტი, მაგრამ ეს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. ჩვენ იმპორტსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და მარტში არის ყველაზე მაღალი იმპორტი თურქეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში. იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი წელი აქტიურად შემოდიოდა მედიკამენტები, ასევე აპრილშიც წარმატებით გრძელდება. არის მხოლოდ განცხადება და არანაირი მასალა არ მოჰყვება. თუ რამე შეიზღუდა, იქ იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. ერთადერთი დეკემბერში ვნახეთ, რომ მინიმალურად გაიზარდა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასი, ეს რამდენიმე მედიკამენტს, ძირითადად ანტიბიოტიკებს ეხებოდა და გაზრდილი იყო ფასი თურქეთში ჭარბი მოხმარების გამო,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება