გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა

ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დაცვის მხარე სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა - ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს.

დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს