ანონსი  20 აპრილი

20 აპრილს, 09:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.#29 (სასტუმრო „ბილტმორი", 0 სართულის დარბაზი)

საკონტაქტო: დავით კობახიძე – 593 73 73 77

20 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“, ევროკავშირი და ევროპის საბჭო წარადგენენ ახალ პროექტებს, რომელიც საქართველოში 2023-2027 წლებში ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG III)“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.

თემა: საქართველოს პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 3 მილიონი ევრო.

მის: ჭავჭავაძის გამზ.37

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 22 19 99

20 აპრილს, 10:00 საათზე, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში განხორციელებული თვინინგის პროექტის „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დახურვის ღონისძიება გაიმართება.

მის: თელავის ქ. N20, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“

20 აპრილს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საქართველოს ე.წ პრემიერ მინისტრის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბათუმში გმირთა ხეივანის რეაბილიტაციის „კორუფციული პროექტი“.

მის: ბათუმი, გმირთა ხეივანი, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთა, საფეხბურთო სტადიონის წინ

საკონტაქტო: რეზო ხარაზი - 577 41 44 01

20 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინში“ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება თემაზე: „ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე - შესაძლებლობები და გამოწვევები“.

ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ.64ა.

საკონტაქტო: ნინო ჩაჩანიძე - 597 10 51 50

20 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე ბრიფინგს გაართავენ და წარადგენენ შეფასების დოკუმენტს - სტატუსმეტრს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

საკონტაქტო: 595 56 62 44

20 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების (თბილისის, ბათუმისა და მარტვილისთვის) სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების ანგარიშებისა და მუნიციპალიტეტების სინთეზური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: კოსტავას ქ. 14

საკონტაქტო: 571 71 17 12

20 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ამერიკაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PEACE FOR PAWS RESCUE-ს ხელმძღვანელი, აშშ-ს მოქალაქე მარკ ლოპესი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ორგანიზაცია საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებას გეგმავს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 აპრილს, 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

თემა: მოძრაობა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე უარის თქმით, „გადაუხვია მის მიერ ბოლო პერიოდში გაცხადებულ პროევროპულ კურსს და კიდევ ერთი ნაბიჯით დააშორა ქვეყანა ევროპულ მომავალს“.

მის: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ორბელიანის მოედანი

საკონტაქტო პირი: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36

20 აპრილს, 14:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

თემა: 7 მარტის დაკავების დროს, გიორგი მუმლაძის მიმართ, „პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა“.

საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 021 728

მის: მ. ასათიანის #9

20 აპრილს, 15:00 საათზე, ელენე ხოშტარია მედიასა და საზოგადოებას პარტია „დროას“ ბათუმის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს წარუდგენს.

მის: ბათუმი, კლდიაშვილის 10, პარტია „დროას“ ოფისი

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა