21 აპრილს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ბათუმში ბრიფინგს გამართავს.
თემა: ნიკა გვარამიას საქმე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვა პრეზიდენტს.
მის: ბათუმი, კლდიაშვილის 10, პარტია „დროას“ ოფისი.
საკონტაქტო: ლიზა დავითაძე 555 19 54 41
21 აპრილს, 11:30 საათზე, თავისუფლების ინსტიტუტი, ლაზარე გრიგორიადისის მამა, და 8 მარტის აქციის კიდევ ერთი ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი პარლამენტის წინ ერთობლივად წარადგენენ პეტიციას, რომელიც ითხოვს:
1) გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის დავა მიმდინარეობს და მათი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა;
2) ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლდეს გირაოთი.
21 აპრილს, 11:45 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას გამართავენ.
თემა: გადადგეს სასამართლო „კლანი“
მის: ბოჭორმის #12
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
21 აპრილს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ოცნების“ სამჯერადი ბოიკოტი საგამოძიებო კომისიას
მის: საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34
21 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (კორპუსი C, სართული V)
21 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
21 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
21 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ DW Akademie კვლევის - „პოლარიზაციასა და დეზინფორმაციას შორის - მედიის მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.