ირაკლი კობახიძე - კვლავ ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია და როდესაც ამის საფუძველზე, სისხლიანი სასამართლო სისტემის შემოქმედი „ნაცმოძრაობა“ მოსამართლეების გადადგომას ითხოვს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის სწორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ამერიკისგან კვლავ ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რის საფუძველზე დასანქცირდა ოთხი ქართველი მოსამართლე, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართველ ხალხს „ღირსად არ თვლის“, რომ მტკიცებულებები წარადგინოს.

„ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, რომ წარმოადგინოს მტკიცებულები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე დუმილია ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება