"ვივამედის" ექიმი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო, - ამის შესახებ „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭანტურია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სავარძლიდან წამოდგომისას გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც“,- აღნიშნავს ექიმი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს