"ვივამედის" ექიმი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებო, - ამის შესახებ „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭანტურია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სავარძლიდან წამოდგომისას გონება დაკარგა.

„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც“,- აღნიშნავს ექიმი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის