25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კახა ტაბატაძემ მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას ყურადღება თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გამახვილდა.

„ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი - საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით "გენერალი კვინიტაძე" დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები "სამშობლოსთვის თავდადებული" გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ.

სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?