ანონსი 26 აპრილი

ანონსი  26 აპრილი

26 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ შემუშავებულ კლიმატის ცვლილების კანონის შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტთან - მწვანე წიგნთან დაკავშირებით პირველი ეროვნული კონსულტაცია გაიმართება.

მის: თელავი, ერეკლე II-ის მოედანი N1

26 აპრილს, 11:00 საათზე, ქობულეთში, ქობულეთის რკინიგზის სადგურთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები - ლაშა კომახიძე და სოლომონ ბაჯელიძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: შეუსრულებელი საინვესტიციო პირობები და ქალაქის დამახინჯებული იერსახე.

საკონტაქტო: ლაშა კომახიძე - 557 915 515

მის: ქობულეთი, რკინიგზის სადგური

26 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს წითელი ჯვრის“ ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ანა ლომთათიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „იმუნიზაციის კვირეული და მიმდინარე ღონისძიებები.

ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები და

ვაქცინაციის მნიშვნელობა“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

26 აპრილს, 12:00 საათზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონპროექტსა და მის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს პარლამენტი A კორპუსი, კინოდარბაზი.

26 აპრილს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა (CIU) და რითეილ ასოციაციას შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ 73 ( ოთახი 101) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 56 34 55

26 აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“, გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება.

თემა: 2021 წლის 14 აპრილის დაკავების ეპიზოდი.

მის: აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 02 17 28

26 აპრილს, 14:00 საათზე, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრა დაეთმობა აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსის მიმოხილვას, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი.

საკონტაქტო: თათია წერეთელი 599 499 004 ლილე ხმალაძე 599 270 646

26 აპრილს, 15:00 საათზე, „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ტაქსების გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება“.

26 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)