28 აპრილს, 09:30 საათზე, ვეტერინარიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვეტერინარიის დარგში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს განიხილავენ.
მის: სასტუმრო „ვინდჰემი", ლადო გუდიაშვილის #3
28 აპრილს, 10:00 საათზე, პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გუდაურში, პარაპლანისტების დასახმარებლად მისული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველადი პროფკავშირის ექიმების მემორიალს გახსნიან. 11:30 საათზე კი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართება.
მის.: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 11. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პირველი ფილიალი.
საკონტაქტო: 514 00 04 32
28 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ნათია გედენიძე და ზურა ქურციკიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „გამართლებული „ჯაშუში ფოტოგრაფების“ საკითხზე საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა“.
მის: მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
28 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული )
28 აპრილს, 11:00 საათზე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ადმინისტრაციული მდივნის, თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „მთავრობა, რომელიც 70 მილიონად კონცერტებს და 23 მილიონად დახურულ დარბაზს აფინანსებს, არ აფინანსებს „აქონდროპლაზიის“ დიაგნოზის მქონებ ბავშვების მკურნალობას წლიური 7 მილიონი ლარით“.
მის: „ლელოს“ ოფისი.
საკონტაქტო: ია ადეიშვილი - 599 26 40 26
28 აპრილს, 11:00 საათზე, წალენჯიხის მერიის საკრებულოს დარბაზში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის მერის მოადგილე ვანო ბურდული ბრიფინგს გამართავს.
თემა: „მე-2 კლასელთა კვების უზრუნველსაყოფად თანხის მოთხოვნა მთავრობისგან“.
მის: წალენჯიხის მერია, საკრებულოს დარბაზი
საკონტაქტო: ვანო ბურდული - 577 15 33 66
28 აპრილს, 11:00 საათზე, ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: „ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის არჩევის პროცესი ჭიანურდება. ცესკოს მოქმედ ვადაგასულ თავმჯდომარეს განუსაზღვრელად უხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რაც აჩენს სამართლებრივ ნონსენსს. ცესკოს თავმჯდომარის პოსტს არალეგიტიმურად იკავებს პირი, რომელიც შუალედურ არჩევნებს ჩაატარებს“.
მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
28 აპრილს, 11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დოკუმენტის „30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს“ პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას გამართავს.
მის: ჭავჭავაძის გამზ.37, სასტუმრო „პულმანი“
საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 42 02 06
28 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
28 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - „არბიტრაჟი ბიზნესისთვის“ ფორუმს უმასპინძლებს
ღონისძიებაში არბიტრები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
28 აპრილს, 13:45 საათზე, უნარების სააგენტოს ორგანიზებით, უნარების კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ღონისძიება „პროფესიული განათლება სკოლაში“.
ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ლიდერი დევიდ ჰენდლი.
საკონტაქტო პირი: მარიამ ქებაძე 591224457
28 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა კრიზისის დროს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“.
დასკვნით სესია - „საქართველოში უძრავი და მოძრავი ძეგლების წინაშე არსებული გამოწვევები“.
მის: თავისუფლების მოედანი #4
28 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით თბილისის საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი - 2022“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
მის: თავისუფლების 2
28 აპრილს, 17:00 საათზე „მემკვიდრეობის პლატფორმის“ ორგანიზებით არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი პრეზენტაციას თემაზე - „თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ახალი პროგრამები“ გამართავს.
მის: მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33.
28 აპრილს, 19:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის საჯარო დისკუსიათა ციკლის „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“ ფარგლებში, პირველი დისკუსია გაიმართება, რომლის თემაა: „ადამიანის უფლებები, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“. მომხსენებელია ლევან ბერძენიშვილი, ღონისძიებას გახსნის UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი.
მის: ივანე ჯავახიშვილის ქ. 7
28 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარის, რუსიკო კობახიძის წიგნის, „ყველანი აქ ვართ - უკრაინის გაკვეთილები“ წარდგენა.