„თიბისი კონცეპტი“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ თბილისის 26-ე ჯაზფესტივალს წარმოადგენენ

9-11 მაისს, თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. „თიბისი კონცეპტი“ და „ისთერნ პრომოუშენსი“ ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს გააცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს და ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით - „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.

„9 მაისს ჯაზფესტივალის კონცერტების სერიას ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის „ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-სა და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს - Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს შეხვდებით.

10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს - Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი - Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან გაიღება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, „თიბისის“ ცნობით, „თიბისის“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი, ხოლო „თიბისის“ ვიზა ბარათის მფლობელებზე - 10%-იანი ქეშბექი მოქმედებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთავაზება „თიბისი“ ერთგულის ბარათებზე არ ვრცელდება.

„ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის კულტურის ცენტრი არიან.

ფესტივალის სპონსორია „ვიზა“ ბარათი.

საინფორმაციო მხარდამჭერები „იმედი TV“, რადიო „ფორტუნა“, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“ და სარეკლამო სააგენტო „ალმა“ იქნებიან.

ტექნიკურ მხარდაჭერას კი „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“ გაწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა