სალომე სამადაშვილი - პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს

ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს, რათა დარჩენილ დროში გადადგას ნაბიჯები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პოლონეთს და სხვა მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებიც პოლონელ მინისტრთან დააყენეს, ევროკავშირის პოზიციას უკავშირდება და ასევე იმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

„საკითხები, რომლებიც დავაყენეთ, უკავშირდება ევროკავშირის პოზიციას. პოლონეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია. სურთ, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდოს, რათა, დარჩენილ დროში გადადგას ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს პოლონეთს და სხვა მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სამწუხაროდ, ანომალიურ ვითარებაში ვართ. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მომავალს, მაგრამ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე (არც რეფორმების გატარება შეგვიძლია და არც უმრავლესობა გვაქვს), ვაკეთებ იმას, რაც შეიძლება გაკეთდეს, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა