ია მეტრეველი - ქვეყნები, რომლებიც ვითომ მეგობრებად გვევლინებოდნენ, ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას

ქვეყნები, რომლებიც ვითომ მეგობრებად გვევლინებოდნენ, შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ - ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, როგორღაც ქვეყანაში რევოლუცია მოახდინოს.

" შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ მსოფლიოში რთული პროცესები მიმდინარეობს და ამ პროცესში ჩვენი ჩართვა უნდათ. ეს ჩვენთვის ძალიან საშიში იქნება.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, არავითარ შემთხვევაში ომი. მათ უნდათ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ამაში ძალიან კარგად უწყობს ხელს ე.წ. ოპოზიცია. მე მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებ, ქვეყნის მტრებს "ნაციონალური მოძრაობის " სახით, მათ მომხრეებს და სატელიტებს უნდათ როგორღაც ამ ქვეყანაში რევოლუცია, აჯანყება, ან პროვოკაცია მოახდინონ. ამ და ომის გზით როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს.

ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ ვითომდა მეგობრებად გვევლინებოდნენ, დღეს ვხედავთ, რომ შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩაერივნენ. ქართველი ხალხი არ დაუშვებს ღირსების შელახვას, თავისუფლების დაკარგვას, რაც დიდი ბრძოლით გვაქვს მოპოვებული.

ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის ვართ აქ, მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ გვინდა ომი“, - აღნიშნავს მეტრეველი.

კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმება „ვითომდა მეგობრებში“, მეტრეველი განმარტავს: „როგორც ჩანს, ეს არის ამერიკის და ევროპის ქვეყნები, თუმცა რა თქმა უნდა, იქაც საღად მოაზროვნე ხალხი წინააღმდეგია იმ ძალების, რომლებიც წარმოადგენენ ლიბერალურ ძალებს, რომლებსაც აქაც უნდათ დანერგონ დანომრილი დედ-მამა, ქალის და ქალის, კაცის და მამაკაცის ქორწინება. ამას არ დავუშვებთ. მაგ ძალებს არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩაერიონ“.

ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "აი უცნობი".

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს