გია გაჩეჩილაძე - დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა - მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს მისი დაჭერა

მადლობა ყველას ვინც მშვიდობას კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს მისი დაჭერა , - ამის შესახებ გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე სლოგანით - "მოვდივარ" განაცხადა.

მან საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ ხალხის სახელით აღარ ისაუბროს.

„დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ.

მინდა გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნებს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ