კახა კალაძე - ყველას შეუძლია მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? - ყველას ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა.

„ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროშით ხელში? გუშინდელ აქციაზე ადამიანები ითხოვდნენ მშვიდობას. ის, რომ ჩვენ დღეს სტაბილურად ვცხოვრობთ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი - ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა