მაკა ბოჭორიშვილი - ყოველდღიურად ვუყურებთ საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარი პოლიტიკოსების ძალისხმევას, ყველაფერი გააკეთონ, რომ ქვეყანა დააზიანონ და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ნებისმიერ ფასად მოიგონ

საგარეო პოლიტიკური აქტივობების მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელების უზრუნველყოფა, ჩვენი პარტნიორების ინფორმირება, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სხდომაზე პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგში ვიზიტი და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პრაღაში ვიზიტი შეაჯამა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობების ფანჯარაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად გაიხსნა, მეორეს მხრივ მოცემულობა არის ის, რომ ეს გზა ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გვაქვს გასავლელი. ისიც უნდა ვთქვათ, ალბათ, რომ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების სრულყოფილად აღქმა ყველასთვის მარტივი არ არის. თუმცა, გადამეტებული მოლოდინი სხვებისგან რთულია გქონდეს, როდესაც ყოველდღიურად ვუყურებთ ჩვენივე ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარი პოლიტიკოსების გამალებულ ძალისხმევას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა ნებისმიერი საბაბით დააზიანონ და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ნებისმიერ ფასად მოიგონ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე აღარც საჯაროდ საუბარს ერიდება, თუ როგორ წაადგება მათ ამ მიზანს, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს დეკემბერში და ეს არის ის რეალური ზრახვა, რაც ქვეყნის ოპოზიციაში ჩამდგარ ადამიანებს ამოძრავებთ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა