მინისტრი ნატო-ს სწავლებაში არმონაწილეობაზე - წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში - შეიძლება კონკრეტული სწავლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და სირთულეებთან, ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს

ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. შეიძლება კონკრეტული სწავლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და ლოჯისტიკურ სირთულეებთან. ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა რითაც უპასუხა კითხვას, რატომ აღარ მონაწილეობს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება Defender 23-ში.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, წელს საქართველო 20 საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობს.

„ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული რიცხვი შარშან იყო, როდესაც საქართველოში 6 საერთაშორისო სწავლებას ვუმასპინძლეთ. რეკორდულად მაღალია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება კონკრეტული სწავლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ლოჯისტიკურ ხარჯებთან და ლოჯისტიკურ სირთულეებთან. ამაში პრობლემას ვერავინ უნდა ხედავდეს. გასულ წელს რეკორდული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო წვრთნას. წელს მონაწილეობას ვიღებთ 20 საერთაშორისო წვრთნაში. ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან “, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა