ირაკლი ზარქუა - ფასიანი ლობისტების და  მავნებლების სიას კიდევ დავამატებდი - მარტო ვიოლა არ არის მანდ, მანდ არის ფოტიგა, კუბილიუსები, რასა და კიდევ უამრავი

მავნებლების სიას კიდევ დავამატებდი. მარტო ვიოლა არ არის მანდ, მანდ არის ფოტიგა, კუბილიუსები, კიდევ უამრავი - რასა და ა.შ. - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არიან "ფასიანი ლობისტები" , კონკრეტული პარტიის მეგობრები და არა ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრები.

"ეს ის ხალხია, ვინც 2012 წლამდე და მის შემდეგ დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნენ სააკაშვილს და მის მთელ ხელისუფლებას. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, მითუმეტეს, იმ ევროპარლამენტში, სადაც 10 კაცამდე დაჭერილია კორუფციის ბრალდებით და როგორც მათ თქვეს, 100 კაცამდე კიდევ არის, ვის მიმართაც არსებობს ეჭვები, რომ კორუფციულ გარიგებებში არიან. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ვინც "ნაცმოძრაობას" ლობირებს ის ჯგუფიც არის ამ თემებში," - განაცხადა ზარქუამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს