ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტარის მანდატი არაფრით იზღუდება ანუ რაღაცას ვუყრი თუ არა კენჭს, ესეც ჩემი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა

კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება არსებობს, მაგრამ კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ პარლამენტარის მანდატი არაფრით იზღუდება, ანუ მე რაღაცას ვუყრი თუ არა კენჭს, ესეც ჩემი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა, - ამის შესახებ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი კვლავ აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევას ნიშნავს, რაც დაუშვებელია.

„სასამართლო ხელისუფლებისა და სამართლის ბალანსის ერთადერთი მექანიზმია. ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ძალიან მჭიდრო კორელაციაშია. ამიტომ სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა სასამართლო ხელისუფლებას დააზიანებს, მით უფერო რომ არსებობს პოლიტიკური პროპაგანდის მიერ ჩამოყალიბებული მოცემულობები და ამ მოცემულობების გამო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი უნდა შევქმნათ.

თუ საკანონმდებლო ბაზას გადავხედავთ, საქართველოს სასამართლო მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული სტანდარტით. ვერ მოიძებნა ვერც ერთი ქეისი, როცა სტრასბურგის სასამართლო იტყოდა, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განგაშის საფუძველს იძლევა, როგორც ეს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებზე იყო. ყველაზე სენსიტიურ - მედიის თემაზეც კი, სტრასბურგის სასამართლომ ვერ თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას რაიმე ხარვეზი ჰქონდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა