თამარ ლილუაშვილი - ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით წარსდგება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.

„ეს კონფერენცია უკვე მეორეჯერ იმართება ქალაქ ბუდაპეშტში. ასევე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები კონფერენციაზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს", - აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს