ელენე ხოშტარია - თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და „ქართულ ოცნებას“ წინაპირობები არ წაუყენეს, ავტორიტარიზმი გამყარდება - მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც კარს არ დახურავს, თან „ოცნებას“ ავტორიტარიზმის გაძლიერებაში არ დაეხმარება

თუ კანდიდატის სტატუსი ყველაფრის მიუხედავად მოგვცეს, არანაირი წინაპირობა არ წაუყენეს „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს რომ აქ ავტორიტარიზმი გამყარდება. მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც თან ამ კარს არ დახურავს, თან „ქართულ ოცნებას“ არ დაეხმარება ავტორიტარიზმის გაძლიერებაში, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კარის დახურვა და მერე მისი გაღება ძალიან რთული იქნება.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და ზოგადად, ადამიანების სანქცირება, ჩემი აზრით, ოპოზიციის სწორი მოქმედებებისა და საზოგადოების პროტესტის პარალელურად, ამ ძალის ვერტიკალს ჩამოშლის. ეს ძალის ვერტიკალი რაზე დგას? საბოლოო ჯამში, ზარქუა და მდინარაძე რატომ ლაპარაკობენ ამ სისულელეებს? - იმიტომ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ფინანსური, კარიერული სარგებელი. მოსამართლეები რატომ აკეთებენ? - იმიტომ, რომ იციან ბიძინა ივანიშვილი არის ძლიერი და ის მათ დაიცავს. როგორც კი პუტინის რეჟიმი სუსტდება, როგორც კი სანქცირებით გამოჩნდება, რომ არაფერი ხელშეუხებელი და დაუძლეველი მასში არ არის და ის მათ ვერ დაიცავს იმისგან, რომ მართლა ჩაიკეტონ და ვერსად ვერ იარონ, მართლა ფინანსურად შეიზღუდონ, ბუნებრივია, მოტივაცია სუს-ის იქნება, მოსამართლეების თუ პროკურორების, ვერტიკალი ჩამოიშლება.

ამასთან, ამის პარალელურად, ჩვენ, ოპოზიცია უნდა ვიყოთ სწორ ფორმაში. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდია, არ არის საკმარისი საზოგადოებისთვის, რომ შენ გენდოს. კვლევებშიც ჩანს, რომ არ არის სახარბიელო ვითარება თავად ოპოზიციაშიც. საბოლოო ჯამში, მთავარია შიდა პროტესტი, კონსოლიდაცია არჩევნებისთვის სწორი მზადება, სანქციები და ევროპული კანდიდატის პერსპექტივა, რომელიც საბოლოო ჯამში, ხალხს უჭირავს. ამას პირდაპირ ამბობენ ევროპელები. კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან ცუდი. ამ კარის დახურვა და მერე მისი გაღება იქნება ძალიან რთული. მაგრამ თუ ყველაფრის მიუხედავად მოგვცეს, არანაირი წინაპირობა არ წაუყენეს „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს რომ აქ ავტორიტარიზმი გამყარდება. ამიტომ მოსაფიქრებელი და მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც თან ამ კარს არ დახურავს, თან „ქართულ ოცნებას“ არ დაეხმარება ავტორიტარიზმის გაძლიერებაში. ამის კულმინაცია უნდა იყოს არჩევნები. შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საჩუქრად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ხალხმა უნდა მიიღოს და ეს უნდა იყოს მიბმული კონკრეტულ პირობებთან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება