დიმიტრი ცქიტიშვილი - როდესაც უნგრეთის ლიდერთან იმ საკითხებში გაქვს თანხვედრა, რაზეც დიდი წინააღმდეგობაა ორბანსა და ევროკავშირს შორის, ეს უკვე ცუდია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზეინტერპრესნიუსი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატორების სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ევროკავშირისთვის პრობლემურ, უნგრეთის ლიდერ ორბათან მეგობრობას რომ ბრიუსელში ბევრი შესაძლოა, ეჭვის თვალით შეხედავს, ფაქტია.

თქვენი აზრით, როგორ შეაფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრემიერის ორბანთან დამეგობრებას? თქვენ როგორ შეაფასებდით ამგვარ სამიტებში საქართველოს პირველი პირის მონაწილეობას?

- ცალსახად იმის თქმა, რომ ორბანთან ურთიერთობა არ შეიძლება და ეს ანტიევროპულია, ეს ასე არ არის, მაგრამ, როდესაც უნგრეთის ლიდერთან იმ საკითხებში გაქვს თანხვედრა, რომლებშიც დიდი წინააღმდეგობაა ორბანსა და ევროკავშირს შორის, ეს უკვე ცუდია.

ერთია, ორბათან ურთიერთობა, როგორც ქვეყნის მეთაურთან, რადგან უნგრეთი ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტშია წარმოდგენილი.

ცალსახად იმის თქმა, რომ ორბანთან ურთიერთობა არ შეიძლება და ეს ანტიევროპულია, ეს ასე არ არის, მაგრამ, როდესაც უნგრეთის ლიდერთან იმ საკითხებში გაქვს თანხვედრა, რომლებშიც დიდი წინააღმდეგობაა ორბანსა და ევროკავშირს შორის, ეს უკვე ცუდია

ეს სულ სხვა რამაა, მაგრამ, როცა საუბარია იდეოლოგიურად ანტიევროპულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ცხადია, რომ ეს ბრიუსელში მტკივნეულად აღიქმება როგორც შენს პარტნიორ პარტიაში, ამ შემთხვევაში საუბარია ევროპელი სოციალისტების პარტიულ ოჯახზე, ასევე სხვა ევროპული ინსტიტუტებში. აქ ღირებულების წინააღმდეგ წასვლაზეა საუბარი და არა უბრალოდ თანამშრომლობაზე უნგრეთთან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანასთან.

ეს განსხვავებაა ამ სამიტში მონაწილეობასა და ზოგადად უნგრეთთან თანამშრომლობას შორის. ფაქტია, რომ ევროკავშირში საქართველოს სწრაფვა წინააღმდეგობაში მოდოს იმ ტიპის ფორუმებში მონაწილეობასთან, რაც ბუდაპეშტშია დაგეგმილი.

ამ იდეოლოგიის და ამ კონკრეტულ ფორუმში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი ხარვეზია ქვეყნისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს ან შეცდომაა ან გადაცდომა. ან განზრახ გადადგმული ნაბიჯია, რაც „ქართულ ოცნებას“ აყენებს ანტიევროპული ძალების გვერდით.

ევროკავშირში საქართველოს სწრაფვა წინააღმდეგობაში მოდოს იმ ტიპის ფორუმებში მონაწილეობასთან, რაც ბუდაპეშტშია დაგეგმილი

- შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდა ამ თემის გამო ევროსოციალისტების მიერ, თუ შეიძლება ასე ითქვას ქართული ოცნებისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება.

რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ თემაზე ევროსოციალსტების გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მათ გასულ კვირას გაავრცელეს?

- ეს განცხადება კონკრეტული განცხადებაა და ეს არ გახლავთ „ყვითელი ბარათი“. ეს არის დაწყებული პროცესი, ევროპელი სოციალისტების ოჯახიდან „ქართული ოცნებისთვის“ წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

შემდგომი ნაბიჯია ევროსოციალიტების პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც გაიმართება ივნისში და მიიღება გადაწყვეტილება. ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება გაფორმდება მადრიდში ევროსოციალისტების ყრილობაზე, რომელიც თუ არ ვცდები, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

ეს უკავშირდება თუ არა ორბანთან ერთად სამიტზე მონაწილეობას, არ ვიცი, მაგრამ, ეს რომ იქნებოდა დამატებითი არგუმენტი, დარწმუნებული ვარ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ევროსოციალისტების ოჯახიდან გარიცხვაზე მსჯელობა მარტში დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ კანონპროექტს „აგენტების“ შესახებ პარლამენტში წარადგინა და რომლის არ მიღებასაც მას ყველა ჩვენი პარტნიორი ურჩევდა.

ქართული ოცნების ევროსოციალისტების ოჯახიდან გარიცხვაზე მსჯელობა მარტში დაიწყო, როცა ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ კანონპროექტს აგენტების შესახებ პარლამენტში წარადგენს და რომლის არ მიღებასაც მას ყველა ჩვენი პარტნიორი ურჩევდა

ევროპაში ყველა ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პარტიებმა ჩათვალეს, რომ ეს კანონი არის ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი. ეს პროცესი მაშინ დაიწყო, მაგრამ მაშინ ასე ცალსახად არ ჩანდა, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა.

- თუ ევროსოციალისტებმაქართული ოცნება თავისი რიგებიდან გარიცხეს, მაშინ გამოდის, რომ ქართულ ოცნებას ევროპაში არც პოლიტიკურ პარტნიორი და არც მხარდამჭერი პარტია არ ჰყავს?

-„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად შესაძლოა ცალკეული ინდივიდები არსებობდნენ, იგივე ორბანი. მისი პარტია „ფიდესი“ არის სახალხო პარტიის წევრი, მაგრამ სახალხო პარტიაშიც ამ პარტიის მიმართ დამოკიდებულებები არაერთგვაროვანია.

ევროპაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში ცალკეული მაღალი რანგის პირებიც არიან, მაგრამ, როცა ისეთი მსხვილი ევროპული პოლიტიკური ოჯახი, როგორიც ევროპელი სოციალისტები არიან, შენთან უარს ამბობს პარტნიორობაზე, ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნებამ“ ვისთან უნდა ითანამშრომლოს და თავის რიგებში ვინ უნდა მიიღოს?

როცა ისეთი მსხვილი ევროპული პოლიტიკური ოჯახი, როგორიც ევროპელი სოციალისტები არიან, შენთან უარს ამბობს პარტნიორობაზე, ასეთ ვითარებაში ქართული ოცნებამ ვისთან უნდა ითანამშრომლოს და თავის რიგებში ვინ უნდა მიიღოს?

თან დიდი არჩევანიც აღარ რჩება. ვიოლა ფონ კრამონი „მწვანეებიდანაა“, „ალდეს“ კრიტიკა „ქართული ოცნების“ მხრიდან თითქმის ყოველ დღე გვესმის. დარჩენილია ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ევრსკეპტიკოსობით გამოირჩევიან.

იგივე ეხება ულტრამემარცხენე, კომუნისტურ ჯგუფებს და ფაშისტურ ელემენტებს. მათთან ურთიერთობა კი არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად ევროპულ ძალებთან ურთიერთობად.

- 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ჯერ მიიღო ხოლო შემდეგ თავად ჩააგდო კანონი აგენტების შესახებ, ბევრი შენიშნავდა, რომ ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდა.

ასეთ ვითარებაში უცნაურადაც კი განვითარდა პროცესები პარლამენტში. მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, რის გამო პარლამენტი მუშაობის აშკარად გაუგებარ რეჟიმზეა გადასული.

ასეთი ვითარება იმის გამოა, რომ მმართველ პარტიას პრაქტიკულად ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში 7-8 მარტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს? ასევე იმას რაც ახლა პარლამენტში ხდება?

- მიუღებელი კანონპროექტის „მიღებამ“ პოლიტიკური პროცესები დაძრა, მაგრამ რეალურად, ვითარება არ შეცვლილა. ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია დიდი ხანია დაწყებულია. ამგვარი ვითარება უფრო ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალებს შორის ნაკლები შინაარსობრივი დისკუსია იყოს, და მხარეებმა ზედაპირული აზროვნებით მოახდინონ თავისთვის პოლიტიკური ქულების დაწერა.

7-8-მარტის აქციებმა დაგვანახა, რომ არც ისეა საქმე, როგორც ზოგიერთს წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ანტიევროპული პროპაგანდა მოედინება. ვერც გარედან და ვერს შიგნიდან მომდინარე პროპაგანდამ ვერ შექმნა თავისთვის სასურველი ლანდშაფტი და საზოგადოებაში საკმაოდ მყარად არის ჯანსაღი დამოკიდებულება და დომინირებს პროევროპული ორიენტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ანტიევროპული პროპაგანდა მოედინება. ვერც გარედან და ვერს შიგნიდან მომდინარე პროპაგანდამ ვერ შექმნა თავისთვის სასურველი ლანდშაფტი და საზოგადოებაში საკმაოდ მყარად არის ჯანსაღი დამოკიდებულება და დომინირებს პროევროპული ორიენტაცია

განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც ძალიან თამამები არიან ამ პოზიციის გამოხატვაში და მზად არიან თავისი პოზიციები დაიცვან პოლიტიკური ბრძოლით. ჩანს, რომ პოლიტიკოსებმა ვერ გაიგეს რა მოხდა და დიდად ვერც აუწყვეს ფეხი ამ პროცესს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში უფრო არის მკვეთრი გაგება ევროპული პოლიტიკის, ვიდრე პოლიტიკოსებში. პოლიტიკოსებში ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას მეტი პასუხიმგებლობა აქვს და მათ უნდა დაენახათ და ეფიქრათ, თუ როგორ შეეცვალათ და დაეკორექტირებინათ თავისი დამოკიდებულება. თუმცა, დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ ერთი მხრივ კანონი გაიწვია, მაგრამ ის რიტორიკა რომელიც კანონის მიღებას ახლდა, კიდევ უფრო უხეში გახდა.

თუ მანამდე იძახდნენ, რომ აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც და ეს თავისთავად არაფერს ცუდს არ ნიშნავს, დღეს ხელისუფლების რიტორიკაში გამოჩნდა, რომ აგენტი და შპიონი სინონიმებია.

- ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რიტორიკა ისეთია, შეიძლება თქმა, რომ კანონის მიუღებლადაც აგენტების კანონი, მუშაობს...

- დიახ, გარკვეულ წილად კანონის იდეა „მუშაობს“ იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული ადამიანების დისკრედიტაცია მოხდეს. როცა არგუმენტი არ გაქვს, შეგიძლია თქვა, რომ შენი ოპონენტი „აგენტია“ და ნებისმიერი სხვა ახსნა „არალეგიტიმურია“. ეს კონტექსტი შეიქმნა.

თუმცა, ამ კანონის მიღების შემთხვევაში სანქციების ძლიერი მექანიზმი იქნებოდა, ახლა არ არის და ბუნებრივია მხოლოდ საუბრით შეუძლებელია გარკვეული ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება.

მაგრა, ეს რამდენად მისაღებია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, მმართველმა პარტიამ ვერ დაინახა ის, რომ საზოგადოება არ ღებულობს იმ შეფასებებსა და დამოკიდებულებას, რომელიც მათი მხრიდან მოედინება ოპოზიციის თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. ანაც იმათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

ვფიქრობ, მმართველმა პარტიამ ვერ დაინახა ის, რომ საზოგადოება არ იღებს იმ შეფასებებსა და დამოკიდებულებას, რომელიც მათი მხრიდან მოედინება ოპოზიციის თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. ანაც იმათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს

ამ პროპაგანდამ არ იმუშავა და ამიტომ სჯობია ხელისუფლება გადაეწყოს და ფეხი აუწყონ იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და რომელიც საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა მარტის აქციებზე.

- რაც შეეხება გადაწყობას, ასეთი პირი ხელისუფლების ქმედებებს არ უჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას?

- პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბოიკოტი უკანონო და ანტიკონსტიტუციურია. „ქართული ოცნების“ მიერვე დამტკიცებული რეგლამენტით და კონსტიტუციით ოპოზიციას, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს საკუთარი შეხედულებით შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის უმცირესობის უფლება და გარკვეულ წილად ვალდებულება უმრავლესობის რომ მხარი დაუჭიროს ასეთი კომისიის შექმნას.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კანონი აბალანსებს ხელისუფლებაში ძალებს. თუ ხელისუფლებას აქვს გავლენები პროკურატურასა და ძალოვან უწყებებში, და ვიცით რომ აქვს, ერთადერთი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება დააბალანსოს ეს ვითარება, არის ოპოზიციის უფლება შექმნას საგამოძიებო კომისია. როდესაც კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი კეთდებოდა, ასეთი იყო ჩანაფიქრი.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბოიკოტი უკანონო და ანტიკონსტიტუციურია

საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგობა აჩვენებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ შესაძლოა ძალიან ცუდი რაღაცები აღმოაჩინოს, მათ შორის კორუფციული გარიგებები, ან პოლიტიკოსების მიმართ მოსამართლეების ვალდებულებები, ის, თუ რამდენად არიან მოსამართლეების პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ. შესაძლოა მმართველ გუნდს ამის ეშინიათ და შესაბამისად, ამიტომ იქცევიან ასე. მათი ქმედება სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შესაძლოა ძალიან ცუდი რაღაცები აღმოაჩინოს, შესაძლოა, მმართველ გუნდს ამის ეშინია, ამ თემაზე ხელისუფლების ქცევა სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ იძლევა

- დამკვირვებელთა ნაწილი, როცა ამ თემაზე საუბრობს, ამბობს, რომ ქართული ოცნება დაღმართზეა, ზოგი უფრო მკვეთრია შეფასებაში და ამბობს, რომ მმართველი გუნდი გაკოტრებულია.

თქვენი დაკვირვებით პარლამენტში საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წინააღმდეგობა და ქცევა რას უფრო ჰგავს?

- ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას. აშშ-ში ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით სერიოზული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება პირველად იქნა მიღებული. კორუმპირებულ მოსამართლეებად არიან დასახელებული კონკრეტული მოსამართლეები. ეს ბრალდება ამერიკის მხრიდან რომ არ გადაიხედება, ცხადია. ასეთი პრეცედენტის დაშვება ხელისუფლებისთვის ძალიან დამაზიანებელია.

მომხდარზე რეაქცია არის რომ შეინარჩუნონ ყველაფერი ისე, როგორც არის და არ მოახდინონ თავისი ქცევის კორექტირება. კორექტირებაში ვგულისხმობ იმის გადააზრებას, რაც მოხდა.

ხელისუფლებას აქვს უნიკალური შესაძლებლობა შექმნას უნიკალური პრეცედენტი, ვგულისხმობ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, რაც უკვდავყოფს მათ სახელებს, მაგრამ ხელისუფლება რატომღაც ირჩევს ცალკეული ოდიოზური ფიგურების დაცვით ძალაუფლების შენარჩუნებას.

ხელისუფლებას აქვს უნიკალური შესაძლებლობა შექმნას უნიკალური პრეცედენტი, ვგულისხმობ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, რაც უკვდავყოფს მათ სახელებს, მაგრამ ხელისუფლება რატომღაც ირჩევს ცალკეული ოდიოზური ფიგურების დაცვით ძალაუფლების შენარჩუნებას

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 30 აპრილის აქცია ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა. აქციაზე საკმაოდ ეკლექტიკური მოსაზრებები იქნა გაჟღერებული.

რადგან არსებობს თანხმობა იმაში, რომ 30 აპრილის აქცია ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ ჩატარებულა, კითხვას ასე დავსვამდი - ამ ტიპის აქციის გამართვით რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას საზოგადოებისთვის?

და კიდევ - რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის?

- რისი თქმაც უნდოდათ, გამომსვლელებმა გააჟღერეს. გარდა ამისა, თქვეს, რომ ჩვენ ბევრი ვართ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ 30 აპრილის აქცია ერთგვარად 7-8 მარტის კონტრაქცია იყო. სხვა საქმეა თუ რამდენად მოგებიანია ამგვარი აქცია. ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის.

ახალგაზრდების აქცია იყო სპონტანური, არ იყო არავის მიერ ორგანიზებული. უბრალოდ, ემოციების ფონზე გამოვიდა ქუჩაში ახალგაზრდობა, რომელმაც ანახა, რომ მზადაა ყველაფრის ფასად დაიცვას თავისი და ქვეყნის მომავალი.

ამის საპირწონედ თვე ნახევარი მზადდებოდა 30 აპრილის აქცია, რომელიც მხარდაჭერილი იყო სახელისუფლო ჯგუფების მიერ. ამის დასტური გახლდათ რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილი ხალხის სიმრავლე.

როცა ამას ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ აქციაში მონაწილეები იქ გულწრფელად არ იყვნენ მისული. ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია ერთი სპონტანური აქციის საწინააღმდეგო ხელისუფლების მიერ აქციის ორგანიზება. თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ უნდა დაუპირისპირო უფროსი თაობა და სხვა სოციალური ჯგუფები.

ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია ერთი სპონტანური აქციის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ აქციის ორგანიზება. თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ უნდა დაუპირისპირო უფროსი თაობა და სხვა სოციალური ჯგუფები

საერთოდ, ხელისუფლებები აქციებს არ აწყობენ. საპროტესტო აქციები ხელისუფლების მიღმა მყოფი და მდგომი ადამიანების, ან პოლიტიკურ ოპოზიციაში მყოფი ადამიანების საქმეა. როცა ხელისუფლება თავად უწყობს ხელს საპროტესტო აქციის გამართვას, ეს სასაცილოდაც კი გამოიყურება.

- ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლებას 30 აპრილის აქციაზე გამოთქმული მოსაზრებების სამართლებრივად საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობა, ან მცდელობები ექნება?

- შესაძლებელია, ცალკეული საკითხზე მართლაც დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა. ხელისუფლება შეეცდება ცალკეული კონსერვატიული ჯგუფების გულის მოგებას და თავისი რესურსების მობილიზებას.

ხელისუფლება იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან 7-8 მარტის აქციებმა მმართველი ძალის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. ამიტომ ხელისუფლება შეეცდება კონსერვატიული ჯგუფების გულის მოგებას.

7-8 მარტის აქციებმა მმართველი ძალის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დააყენა. ამიტომ ხელისუფლება შეეცდება კონსერვატიული ჯგუფების გულის მოგებას

კონსერვატიული ჯგუფები ყველა ქვეყანაში არსებობს და მათთვის ანგარიშის გაწევა ლეგიტიმურიც კია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი ჯგუფების აქტიურობა თავად ხელისუფლებას უკავშირდება.

- რადგან არავის ეპარება ეჭვი, რომ 30 აპრილის აქცია ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე არ ჩატარებულია, ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა ასე გამოიყურება - სავარაუდოდ, როგორი იქნება 30 აპრილის აქციაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია?

- არა მგონია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რამე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდეთ. აქ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც დაწყებულია. ვგულისხმობ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს. ახლა მთელი ყურადღება ამ თემას უკავშირდება. საქართველომ წელს უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოს შემდგომ მშენებლობაში.

არ ვფიქრობ, რომ ამ აქციას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ან პოზიტიური, ან ნეგატიური რეაქციები მოჰყვეს. უფრო სწორად, არა მგონია იფიქრონ, რომ საქართველოში თურმე არც ისე ყოფილა საქმე და ასე შემდეგ. ეს აქცია ბევრი არც არაფრის მანიშნებელი არ იქნება მათთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ახალგაზრდების სპონტანური და უფრო მრავალრიცხოვანი აქცია. ვფიქრობ, ეს აქცია მათთვის უფრო ბევრის მანიშნებელი იყო, ვიდრე 30 აპრილის აქცია.

ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება გადატანილი იქნება იმაზე, რომ საქართველომ ხალხის დახმარებით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, ხაზგასმა იქნება იმაზე, რომ ქვეყანამ ევროპული რეკომენდაციები არ შეასრულა.

ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღება გადატანილი იქნება იმაზე, რომ საქართველომ ხალხის დახმარებით მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, ხაზგასმა იქნება იმაზე, რომ ქვეყანამ ევროპული რეკომენდაციები არ შეასრულა

იმის ფონზე თუ როგორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, არც ერთ შემთხვევაში არ ვპროგნოზირებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ურთიერთობები, სამწუხაროდ, გაუარესებულია. შესაძლოა, ამაზე უარესიც გვქონოდა, და ამისკენ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო ქართულ საზოგადოებასთან აეწყობიან, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებასთან.

- მესმის რასაც ბრძანებთ. მაგრამ, საკმაოდ ბევრი ადამიანი, უკვე დაუფარავად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ პირობებითაც კი არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- მე მაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ინფორმაციებს, რომელსაც ვფლობ, ასე იქნება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბრიუსელში საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ვიცი, რომ გავლენიანი ქვეყნები მხარს გვიჭერენ, მაგრამ, არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, არ უნდა მივცეთ. ეს ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია.

მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რატომ? იმიტომ რომ შესაძლებელია სტატუსის არმიღებამ კიდევ უფრო გაამწვავოს ქვეყანაში ვითარება.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რატომ? იმიტომ რომ შესაძლებელია სტატუსის არმიღებამ კიდევ უფრო გაამწვავოს ქვეყანაში ვითარება

ვგულისხმობ იმას, რომ თუ ასე მოხდა, ქვეყანაში ახალგაზრდები ისევ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყოს საპროტესტო აქციები. ასე შესაძლოა განვითარდეს პროცესები ვითარებაში, როცა ამოწურულია ის რესურსი, რითაც შესაძლებელია ამის განეიტრალება.

ჩვენ მაქსიმალურად მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ცვლილებები არჩევნებით მოხდეს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა