ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ლაპარაკია უმცირესობის მხრიდან ძალადობაზე, უნდა ვიგულისხმოთ პროპაგანდის თავსმოხვევა და ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, რომელიც ამ საზოგადოების ფასეულობასთან რეალურად შემხებლობაში არ არის

როცა ლაპარაკია უმცირესობის მხრიდან ძალადობაზე, უნდა ვიგულისხმოთ პროპაგანდის თავსმოხვევა და ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, რომელიც რეალურად არ არის შემხებლობაში ამ საზოგადოების ფასეულობასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქ საუბარია „მორალურ ძალადობაზე“.

„თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ ძალადობას, აქ ლაპარაკია ძალადობაზე როგორც უმრავლესობის მხრიდან უმცირესობაზე, არა მარტო ფიზიკურზე, არამედ მორალურ ძალადობაზე. ლაპარაკია თავსმოხვევაზე, ქცევის კულტურაზე და ამაზეა სწორედ ლაპარაკი, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა მოახვიოს თავს. მათ შორის, როცა ლაპარაკია უმცირესობის ძალადობაზე, ფიზიკური ძალადობა კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ უნდა ვიგულისხმოთ, როცა საზოგადოებას შეიძლება მოახვიო შენ პროპაგანდის მეშვეობით, ისეთი ფასეულობების დამკვიდრებით, რომელიც რეალურად არ არის შემხებლობაში ამ საზოგადოების ფასეულობასთან, ამაზეა აქ საუბარი და არა ფიზიკურ ძალადობაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც უმრავლესობის უმცირესობაზე, ასევე არ უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას არ დაუშვებენ და დაიცავენ უმრავლესობის უფლებებს, „რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი“.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს