ვიოლა ფონ კრამონი - მაგარი იდეაა ბატონო კახა კალაძე, შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო

მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.

„მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა.

„ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!“- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ხვალ-ზეგ თბილისში „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ.

„არც იმას გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი მაჟორიტარად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, - აღნიშნა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს