სულხან სიბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოში პატარა პროდასავლური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები გაძლიერდეს

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სულხან სიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პატარა პროდასავლური პარტიების გაძლიერებას მხარს დაუჭერს.

ამ განცხადებით სულხან სიბაშვილი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მხარი დაუჭიროს და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოში გაძლიერდეს პატარა პროდასავლური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები, რათა ჩვენ, ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით შევძლოთ „ქართული ოცნების“ დამარცხება“, - განაცხადა სულხან სიბაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა