მამუკა მდინარაძე - თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი ღირებულებებს მიღმაა, რუსული და ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე ისინი აქეთ ილაპარაკებენ

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი ღირებულებებს მიღმაა, რუსული და ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე ისინი აქეთ ილაპარაკებენ, - ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ევროპელ სოციალისტების პარტიის“ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის თქმით, პრემიერმა ღარიბაშვილმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე ტრადიციულ და ეროვნულ ფასეულობებსა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავლის ხედვაზე ილაპარაკა.

„თუ ეს ყველაფერი ღირებულებების მიღმაა და ეს სწორო შეფასებაა, ამაზე ქართულმა საზოგადოებამ იმსჯელოს. როდესაც ეს ხალხი - ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრები რომ ჰქვია - ზოგიერთი მათგანი ჩვენი პარტნიორი პარტიიდან გამოდის და ითხოვს კრიმინალის გათავისუფლებას და იმ ადამიანის დასჯას, რომელიც არაფორმალურად დასანქცირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს არ უღალატა, აქაც ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვილაპარაკოთ... ვფიქრობ, თუკი ეს მათი მკაფიო ხაზია და ეროვნულ ღირებულებებში ისინი რუსულსა და ანტიდასავლურს ხედავენ, ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვქონია უფრო მეტად, ვიდრე ისინი ლაპარაკობენ ჩვენი მისამართით - გაღმა შედავების პრინციპით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აყენებს. „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე პარტიაში „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდება. ეს ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას