ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უზენაესმა სასამართლომ“ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS-ი ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თაკალანძე ქრისტინე დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით („ჯაშუშობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, - ნათქვამია განაჩენში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებული ქრისტინე თაკალანძისთვის 13-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე“ ჯაშუშობის მუხლით აღძრეს. ოკუპირებულიაფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იანვარში დაიწყო.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“